მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, რომ მოგვბაძონ, თუ რუსეთის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დავაწესებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა არსებული პარადიგმა შეცვალა. არ ვიცი საბოლოო ვადა რა იქნება, იქნება ეს 10, 30 თუ 50 დღე, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთობს შეიძენს, 100%-მდე მეორადი ტარიფები დაუწესდება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას 90-მდე სენატორი უჭერს მხარს.
„ასე რომ, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს იმაში, რომ ტარიფები პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა და ეს რევოლუციურია. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ მოგვბაძონ, თუ ამ მეორად ტარიფებს დავაწესებთ“, – აღნიშნა ბესენტმა.
