სკოტ ბესენტი – არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება – არგენტინა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა

არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს სავალუტო შესყიდვებს და აშშ დოლარით დენომინირებული სახელმწიფო ვალის შესყიდვებს. ინვესტიციების ფართო შესაძლებლობები არსებობს და არგენტინა კვლავ დიდებული გახდება. არგენტინა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მისი თქმით, აშშ მზად არის ძლიერი ნაბიჯები გადადგას, თუმცა ყველა მსგავსი ქმედება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ისა და არგენტინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ხავიერ მილეის შეხვედრის შემდეგ განხორციელდება.
„გვჯერა, რომ ფისკალური დისციპლინისა და ზრდის რეფორმების მიმართ პრეზიდენტ მილეის მხარდაჭერა არგენტინის ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმასვლის დასასრულებლად აუცილებელია“, – აღნიშნა ბესენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ