სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი ფინალში გადის – პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით უსამართლობაზე ალაპარაკდნენ

სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი ფინალში გადის – პროცესის დასრულებამდე 5 დღე დარჩა, თუმცა პედაგოგების პროტესტი არ წყდება.

კონკურსის მონაწილე მასწავლებლები ფიქრობენ, რომ გაცხადებული სამოქალაქო პოზიციების გამო, მათზე შური იძიეს და განათლების სამინისტრო ისეთ ადამიანებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ ხმას იღებდნენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ბლოკავს.

პედაგოგებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვები, რომ ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება, ამიტომ მასწავლებლები საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, რომ პარტიული ნიშნით დირექტორების კანდიდატების დანიშვნას ხელი არ მოაწერონ.

ჩემი პროტესტის მთავარი მიზეზი არის უკანონობა და უსმართლობა. თუ სამინისტროს დასჭირდა ორი თვე იმისათვის, რომ შეერჩია კონკურსანტები, სკოლამ როგორ უნდა გადაწყვიტოს ხუთ დღეში ეს პროცესი უცხო კანდიდატებთან. რა თქმა უნდა, ეს არის სპექტაკლი და ეს არ იქნება ის, რაც უნდა იყოს”, – ამბობს მაია ეკალაძე.