სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დასრულდა, დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა. საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქს ახალი, რეაბილიტირებული ბაღი დაემატა. კერძოდ, დღეს, გლდანის ა მიკროში, თბილისის 88-ე ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. მათივე ინფორმაციით მიმდინარე წელს 7 ახალი ბაღის გახსნა და კიდევ 2 ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობითვე, სეზონური ვირუსების ცირკულირებიდან გამომდინარე. თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება ვირუსებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში