“სკა” ფართოვდება და ევროკავშირის ბაზარზე შედის

„სკა“ კომპანია „ვოლტთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის ბაზარზე იწყებს ოპერირებას და პირველ ფილიალს ში ხსნის.
როგორც კომპანია „სკას“ მმართველი პარტნიორი, შოთა ცისკარაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, პრაღა თავისი ბიზნეს გარემოთი გამოირჩეოდა, რამაც კომპანიას „ვოლტთან“ თანამშრომლობით გადააწყვეტინა, რომ პირველი ქალაქი, სადაც საზღვარგარეთ გავიდოდნენ პრაღა ყოფილიყო.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე ოპერირება 4 წლის წინ დაიწყეს და ამ დრომდე უკვე 17 ფილიალით არიან წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში.
„ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ადგილობრივი გუნდისგან ჩეხეთის ბაზრის გაზიარებითა და სხვადასხვა სერვისების მიმწოდებლებთან დაკავშირებით. ამან ერთი ათად დაგვიჩქარა ტემპი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ბიზნეს ოპერაციებით პრაღის მიმართულებით წინ მივიწევთ.
მომავალ წელს, „ვოლტთან“ 4 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მათთან თანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადადიან, რომელიც ევროკავშირში შესვლისას აქტიური მხარდამჭერები ხდებიან,“- აცხადებს ცისკარიშვილი.
როგორც კომპანია „ვოლტის“ რეგიონული მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი აღნიშნავს, ჯანსაღი კვება საქართველოში ახალია და ჯანსაღი კვების ობიექტმა „სკამ“ შეძლო ეს მიმართულება განევითარებინა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გასცდენოდა.
„თბილისსა და ბათუმში მათ შესახებ ყველამ იცის და ეს გამოცდილება, რაც საქართველოში დავაგროვეთ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვფიქრობ რომ ძალიან რელევანტური იქნება და ორივე კომპანიისთვის წარმატებული იქნება,“- განაცხადა ხიზანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს კომპანია „სკა“ პრაღაში ჯამში 3 ფილიალის გახსნას გეგმავს. ამასთან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გასვლაც იგეგმება.