“სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ” – სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

“შტურმის” ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის დამატებით “ცრვენა ზვეზდა” ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Mozzart Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სერბული კლუბის სკაუტები ქართველ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და კიტეიშვილი ვლადან მილოევიჩის სატრანსფერო სიის სათავეშია.
შეგახსენებთ, ოთარს “შტურმთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
ამ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.