სიცრუეა თითქოს სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს – ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს.

ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს და მედიას, არ გაავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად:

„დღეს დილიდან საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომის ჩატარებას ცესკოს შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს. მათივე ინფორმაციით აღნიშნულ სხდომაზე იგეგმება 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება. საარჩევნო ადმინისტრაცია უარყოფს ამ დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებს კანონით დადგენილ ვადებში, ცესკოში გამართულ სხდომაზე.მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და მედიას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი – ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება – არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ