„სიცოცხლეს შესწირავენ საფრთხეში მყოფი, ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს „ – ივანე ჯავახიშვილის წერილებიდან

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლის , იმჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი – წერილი 1921 წლის 16 თებერვლითაა დათარიღებული, 1921 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა ს ჯარები შემოესია, ივანე ჯავახიშვილმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას და სტუდენტებს სულის შემძვრელი სიტყვით მიმართა: “შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“ თავად რექტორი კი თავდაცვის კომიტეტს სწერს:
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტს:
„პატივი გვაქვს წერილობით გაცნობოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილება მიღებული სასწრაფოდ მოწვეულს საგანგებო სხდომაზე 16 თებერვალს, 1921 წელს, ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის გამო. ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ, სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს და სთხოვენ კომიტეტს, რათა მათი გონებრივი და ფიზიკური ძალა გამოიყენოს ისე, როგორც მათ საუმჯობესოდ მიაჩნიათ სამშობლოს დაცვის მიზნებისათვის,
უნივერსიტეტის სამათემატიკო – საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლაბორატორიებისა და სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკების კარები ღიაა ომის საჭიროებისათვის“
რექტორი – პროფესორი ივანე ჯავახიშვილი
წერილს თან ახლავს ივანე ჯავახიშვილისა და საბჭოს მდივნის – აკაკი შანიძის ხელმოწერები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა