“სიტიმ” “რეალი” გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან” – პოლ მერსონი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “მანჩესტერ სიტი” თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
“არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა პოლ მერსონმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა “სიტიმ” დაიმსახურა, თუმცა “რეალს” გაუმართლა.
“მატჩის შედეგი სამარცხვინო იყო, “სიტი” “რეალთან” ისე გამოიყურებოდა, როგორც ამას “ლუთონთან” აკეთებს ხოლმე.
“რეალი” მომდევნო ეტაპზე გამართლების ხარჯზე გავიდა, ისინი უბრალოდ განადგურდნენ.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური მატჩი, რაც კი ოდესმე მინახავს. ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა.
“ბლანკოსი” “ქალაქელებს” მილოინჯერ
ჩამორჩებიან”, – განაცხადა მერსონმა.