სისხლიანი დაპირისპირება მარიხუანას შავ ბაზარზე – კალიფორნიის უდაბნოში 6 ცხედარი იპოვეს

-ში, სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე მოჰავეს უდაბნოში, გზატკეცილთან ახლოს, 6 ცხედარი იპოვეს. როგორც BBC წერს, პოლიციამ საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
ყველა მოკლული კაცია. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება.
გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ დაპირისპირება მარიხუანას უკანონო წარმოებას უკავშირდება.
2016 წლიდან, კალიფორნიაში კანაფის შეძენა და გამოყენება ლეგალურია ზრდასრული ადამიანებისთვის, მაგრამ, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ის არალეგალურად მაინც მოჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა