სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება.
„ამით განვსხვავდებით ჩვენ ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალების მიერ გაჟღერებული განცხადებები სამარცხვინოა.
„სამარცხვინოა ესტონეთის ხელისუფლების საქციელი, ვინც ეს სანქციები დააწესა, მაგრამ განსაკუთრებით სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვდნენ. ლაშა ტალახაძე არის ეროვნული გმირი, ხელისგულზე სატარებელი თითოეული ქართველისთვის. მე პირადად მეამაყება, რომ დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს და ჩემს მეგობრად მივიჩნევ. ლაშაზე რა განცხადებებიც მოვისმინეთ ოპოზიციისგან, არის სამარცხვინო.
ამით განვსხვავდებით ჩვენ აგენტურული ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ. მაგალითად, ძალიან მიყვარდა ბუბა კიკაბიძე, ვმეგობრობდი მასთან, ძალიან მიყვარს სიმღერები და მის მიერ შესრულებული როლები, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები.ამის მიუხედავად, უბრალოდ წარმოუდგენელია, მე ბუბა კიკაბიძის მიმართ იგივე სიტყვები გავიმეორო, რასაც რადიკალები ლაშა ტალახაძის მიმართ კადრულობენ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ