სირსკი: რუსებმა 9 მაისისთვის ჩასოვ იარის დაპყრობის ბრძანება მიიღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ ს სამომავლო სამხედრო მიზნების შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
“მტერი ცდილობს ბახმუტის დასავლეთით ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევას და ჩრდილოეთ დონეცკის დასახლება ჩასოვ იარის დაპყრობას.
რიცხობრივი უპირატესობისა და სხვადასხვა სამოტივაციო ფაქტორების, მათ შორის ტყვეების დახვრეტის ხარჯზე მეტოქის ცალკეული ჯგუფები მიუახლოვდნენ დასახლების მიკრორაიონს, ნოვის, მაგრამ განადგურებულ იქნენ FPV-კამიკაძეებისა და საარტილერიო ცეცხლის მიერ”. – წერს სირსკი.
სირსკის აზრით რუსმა სამხედროებმა 9 მაისისთვის ჩასოვ იარის დაპყრობის ბრძანება მიიღეს.
“ჩასოვ იარის მიმართულებაზე თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ბრიგადების ტყვია-წამლით, დრონებითა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით შეიარაღება გაძლიერდა.