უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, უკრაინის პოზიციებზე ყველა მიმართულებით თავდასხმისთვის, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ “Шторм-Z” და “Шторм-v”, დანაყოფების გამოყენებას, რომლებიც ჩამოყალიბებულია პატიმრებისა და სამხედრო პატიმრებისგან.
“ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს. მტერი ცდილობს უკრაინელი დამცველების განდევნას კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან. თავდაცვის ძალები აკავებენ ხაზს და დიდ ზარალს აყენებენ რუსულ ჯარს, როგორც ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალით”, – განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, რუსეთი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს კუპიანსკის მიმართულებით და მტრის ჯარი ცდილობს სოფელ სინკოვკასთან მისვლას, ხარკოვის რეგიონი, ქალაქ კუპიანსკზე თავდასხმის გასაგრძელებლად.
ლიმანის მიმართულებით მტერი აგროვებს რეზერვებს და გადაჯგუფდება, რათა მოემზადოს თავდასხმის ოპერაციების გაგრძელებისთვის.