სირსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმია კურსკის დაკავებას ცდილობს, ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ათეულ ათასობით სამხედრო გადაისროლა კურსკში, სადაც ცდილობს კონტროლი აღიდგინოს რეგიონში, რომელიც ზაფხულში ს ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ დაიკავა უკრაინის ჯარმა.
რუსეთის ჯარები, „ასრულებენ რა თავიანთი სამხედრო სარდლობის ბრძანებას, ცდილობენ გამოდევნონ ჩვენი ძალები და ღრმად წინ წავიდნენ ტერიტორიაზევე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ“, – დაწერა სირსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის სარდალი დასძენს, რომ „რომ არა ჩვენი სამხედროების სიმტკიცე, ეს ათეულ ათასობით მტერი რუსეთის საუკეთესო ქვედანაყოფებიდან, ჩვენს პოზიციებს შეუტევდა.“
უკაირინის ჯარის ნაწილები მოულოდნელად შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და გაამაგრეს პოზიციები. ეს იყო პირველი ასეთი შეჭრა რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
11 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ