სირიის ყოფილი პრემიერი ძალაუფლების მეამბოხე ძალებისთვის გადაცემას დათანხმდა

სირიის მეამბოხე ჯგუფის, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ლიდერი, აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი სირიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მუჰამად ღაზი ალ-ჯალალს შეხვდა, რათა ძალაუფლების გადაცემის საკითხი განეხილათ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დამასკოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისთან დაკავშირებული ხსნის მთავრობის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ ალ-ბაშირიც.
ტელეკომპანიის ცნობით, სირიის ყოფილი პრემიერი ძალაუფლების მეამბოხე ძალებისთვის გადაცემას დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ