სირიის ქალაქ სვეიდაში შეიარაღებული დაჯგუფებები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალების პერსონალს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა ჭურვები ესროლეს რამდენიმე სოფელს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
როგორც Reuters წერს, სვეიდაში ძალადობა 13 ივლისს დაიწყო მებრძოლებსა და ადგილობრივ რელიგიურ უმცირესობა დრუზების დაჯგუფებებს შორის. ბრძოლის ჩასახშობად სამთავრობო ძალები გაიგზავნნენ, მაგრამ სისხლისღვრა კიდევ უფრო გამწვავდა და ისრაელმა დრუზების დასაცავად სირიის ჯარებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
