სირიაში უპრეცედენტო მასშტაბის გენოციდი მძვინვარებს და ნუთუ, ერთი ოფიციალური განცხადებისთვის ვერ მოიცალეს ბრიუსელში?

სირიაში მიმდინარე პროცესებზე ბრიუსელის დუმილის მიზეზი განმარტა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელი ვერ იცლის იმისათვის რომ დაგმოს ქალებისა და ბავშვების გენოციდი და სანაცვლოდ ემზადება საქართველოს წინააღმდეგ ახალი რეზოლუციის მიღებისთვის. „რატომ არის ბრიუსელი ნაძირალების ბუდე, იცით? დღე არ გავა, საქართველოს სუვერენიტეტი და ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დააყენონ, დაგვამუნათონ, ლამის – ცივილიზაციის მტრად გამოგვაცხადონ…
ამ დროს სირიაში – უპრეცედენტო მასშტაბის გენოციდი მძვინვარებს, ბარბაროსულად მოკლულთა რიცხვმა ათასებს გადააჭარბა, ასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვი მოკლეს და ნუთუ, ერთი ოფიციალური განცხადებისთვის ვერ მოიცალეს ბრიუსელში? ალბათ ვერ, რადგან საქართველოზე ახალი რეზოლუცია ექნებათ გასამზადებელი… ვისი პასუხისმგებლობაა ეს ბოროტება, მხოლოდ ევროპელებისგან დემოკრატიად შერაცხილი ტერორისტული რეჟიმის?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო