სირიაში უპრეცედენტო მასშტაბის გენოციდი მძვინვარებს და ნუთუ, ერთი ოფიციალური განცხადებისთვის ვერ მოიცალეს ბრიუსელში?

სირიაში მიმდინარე პროცესებზე ბრიუსელის დუმილის მიზეზი განმარტა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა მ. როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელი ვერ იცლის იმისათვის რომ დაგმოს ქალებისა და ბავშვების გენოციდი და სანაცვლოდ ემზადება საქართველოს წინააღმდეგ ახალი რეზოლუციის მიღებისთვის. „რატომ არის ბრიუსელი ნაძირალების ბუდე, იცით? დღე არ გავა, საქართველოს სუვერენიტეტი და ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დააყენონ, დაგვამუნათონ, ლამის – ცივილიზაციის მტრად გამოგვაცხადონ…
ამ დროს სირიაში – უპრეცედენტო მასშტაბის გენოციდი მძვინვარებს, ბარბაროსულად მოკლულთა რიცხვმა ათასებს გადააჭარბა, ასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვი მოკლეს და ნუთუ, ერთი ოფიციალური განცხადებისთვის ვერ მოიცალეს ბრიუსელში? ალბათ ვერ, რადგან საქართველოზე ახალი რეზოლუცია ექნებათ გასამზადებელი… ვისი პასუხისმგებლობაა ეს ბოროტება, მხოლოდ ევროპელებისგან დემოკრატიად შერაცხილი ტერორისტული რეჟიმის?!” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ