სირიაში მდებარე რუსული ბაზიდან სატრანსპორტო თვითმფრინავი ლიბიაში გადაფრინდა

რუსული სატვირთო თვითმფრინავი შაბათს დილით სირიის ხმეიმიმის ავიაბაზიდან ლიბიის მიმართულებით აფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს სირიის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელიც თვალყურს ადევნებს სამხედრო ბაზის აქტივობას.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ბაზიდან კიდევ რამდენიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი გაემგზავრება. შაბათს დილით კი ბაზაზე შენიშნეს IL-76 -ის სატვირთო თვითმფრინავი, ასევე ვერტმფრენები, რომლებიც, სავარაუდოდ, იქ ჩამოფრინდნენ სირიის სხვა რეგიონებიდან, სადაც რუსი სამხედროები პოზიციებს ტოვებენ.
როგორც რადიო თავისუფლებამ სატელიტური სურათების საფუძველზე გაარკვია, რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ამ კვირის დასაწყისში, 10 დეკემბერს, ლიბიაში, ალ-ჯუფრას ავიაბაზაზე დაეშვა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან ჩაფრინდა და სად გაეშურა მოგვიანებით ეს თვითმფრინავი.
წინა დღეს, სატელიტური სურათების ანალიზის საფუძველზე, გავრცელდა ინფორმაცია ბაზაზე ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის AN-124, ასევე IL-76-ის, AN-32-ისა და AN-72-ის არსებობის შესახებ. ინფორმაცია ხმეიმიმის ბაზიდან ლიბიაში სატვირთო თვითმფრინავის გაფრენის შესახებ, სადაც რუსი სამხედროებიც იმყოფებიან, პირველად გავრცელდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და შეიარაღებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. სირიაში ხელისუფლების ცვლის ფონზე, ქვეყანაში რუსული ბაზების მომავალი გაურკვეველი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ