სიომინი: ხვიჩამ “ნაპოლი” სამი მიზეზის გამო დატოვა

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ТАСС-თან ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:
„რა თქმა უნდა, შემეძლო წარმომედგინა, რომ ძვირი ღირს, ამდენიც კი, მას უჩვეულო უნარები გააჩნია. ამას ზოგიერთი ვერ წარმოიდგენდა.
იშვიათიად ხდება, როდესაც გულშემატკივრები ასე აფასებდნენ და უყვარდათ ფეხბურთელი, როგორც ხვიჩა „ნაპოლიში“. ეს მან თავისი თამაშით დაიმსახურა, საკმარისია სტატისტიკა ნახოთ – საშუალოდ ყოველ მატჩში პრაქტიკულად საგოლე მოქმედება ჰქონდა.
თუმცა, განშორების დრო მუდამ მოდის. პირველ რიგში მასზე არა საუკეთესო მხრით მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის წასვლამ იმოქმედა.
მეორე – ფინანსური შემადგენელი, ის
გაცილებით მეტს მიიღებს. მესამე ფაქტორი – პსჟ მაღალი დონის კლუბია, მწვრთნელის (ლუის ენრიკე) ხელმძღვანელობით იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ხვიჩასთვის შესაბამისია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში