ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ მოგებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ის თამაში შეაფასა.
„პსჟ-ს „ბრესტთან“ გამარჯვება კანონზომიერია. ერთი გუნდი მეორეზე აშკარად ძლიერია. პარიზელებს შეუძლიათ ამ ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზი შემოგვთავაზონ, რადგან შეტევაში ბარკოლას, დემბელეს და ხვიჩას სახით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავთ.
პირველივე მატჩებში ხვიჩას შედეგიანობა იმაზე მეტყველებს, რომ მაღალი დონის მოთამაშეა. ეს გადასვლა და ადაპტაცია უფრო ადვილად გამოუვიდა, ვიდრე „ნაპოლიში“. მეორე მომენტი – პსჟ-ის მწვრთნელს ხვიჩა უნდოდა და შემტევთა სამეულში ხედავდა. ძნელი სათქმელია, ამ სამეულში რომელია საუკეთესო.
ისინი ყველანი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან“, – ციტირებს სიომინს Championat-ი.
