სინოპტიკოსები დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვლს ელოდებიან

სინოპტიკოსები დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვლს ელოდებიან
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 8 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეისთვის როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 6 დან 11 გრადუსამდე იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ჩრდილო- დასავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი +9 გრადუსამდე გაიზრდება.
8 თებერვლიდან სინოპტიკოსები სრულიად საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის მკვეთრ მატებას და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

ასევე დაგაინტერესებთ