სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე კი საშუალოა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – ამ ეტაპზე ხელისუფლების არც ქმედება და არც რიტორიკა არ მაფიქრებინებს, რომ ისინი აშშ-სთან ვითარების განმუხტვასა და გამოსწორებაზე ზრუნავენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველის