საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას სინოდის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ქრისტეფორე წამალაიძე ითხოვს.მან სოციალური ქსელებით გაავრცელა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:“საყვარელო მრევლო, 1999 წლის 2 თებერვალს წმინდა სინოდალურმა კომისიამ ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა და გააქარწყლა ყველა უსამართლო ბრალდება. თქვენ წინაშე ვდგავარ სუფთა სინდისითა და სრული პასუხისმგებლობით. სიყვარულით მოგმართავთ — მსურს მივიღო მონაწილეობა პატრიარქის არჩევნებში და მთელი გულით ვემსახურო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს. მჯერა, რომ ეკლესიის მომავალი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე დგას. თქვენი ნდობა არის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს. სიყვარულით და პატივისცემით, ქრისტეფორე წამალაიძე”, – ნათქვამია წერილში.ქრისტეფორე წამალაიძე იყო მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი, რომელიც წლების განმავლობაში დაპირისპირებული იყო საპატრიარქოსთან.ქრისტეფორე წამალაიძეს სინოდმა 1995 წელს ჩამოართვა ეპარქია და მღვდელმოქმედება აუკრძალა. ამჟამად იგი დამოუკიდებლად მსახურობს საკუთარ სახლში.არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს ილია მეორესთან დაპირისპირებული კიდევ ერთი ყოფილი მღვდელმთავარი, პეტრე ცაავაც.ახალ კათალიკოზს ეკლესია ახლო მომავალში აირჩვეს. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში ვკითხულობთ, რომ “კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები”.



