გუშინ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან.
მე და ჩემს ოჯახს ამ შეხვედრამდეც გვქონდა მტკიცე პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით – და არც ერთი წამით არ შეგვცვლია ეს პოზიცია შეხვედრის შემდეგაც. არ გვჯერა და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან არჩევანობანას თამაშში მონაწილეობა. ეს არის რეჟიმი, რომელმაც 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს გამარჯვება წაართვა — საკუთარი, ნაყიდი ცესკოს ხელით. ადგილობრივ არჩევნებზე ზუსტად ეს ცესკო იქნება. არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ის არჩევნები სამართლიანი იყოს. ბევრი ვისაუბრეთ, ვიკამათეთ — მაგრამ ოჯახების უმრავლესობა მაინც ერთ აზრზე დავრჩით: არა ადგილობრივ არჩევნებს. არა რუსულ რეჟიმს. ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი არალეგიტიმური ყოფილიყო. და არ ვაპირებთ, ეს ბრძოლა წყალში ჩავყაროთ.
ჩვენ ვიბრძვით პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის. ვიბრძვით ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. და გვჯერა — ეს ქვეყანა ვერ გადარჩება, თუ “ქართულ ოცნებას” მის თამაშში შევყვებით.
