სინგაპურში კაცმა ჯეკპოტი მოიგო და სტრესისგან გარდაიცვალა – Lokmat Times

სინგაპურში, სასტუმრო Marina Bay Sands-ის კაზინოში 4 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ Lokmat Times წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს უეცარი გულის გაჩერება დაემართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ინციდენტი ცნობილ ადგილობრივ კაზინოში მოხდა, სადაც გამარჯვებულმა 4 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო. დაწესებულებაში სხვა ვიზიტორებთან ერთად ზეიმისას მამაკაცმა გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა კაზინოს თანამშრომლებმა და მაშველებმა სცადეს მისი გონზე მოყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი ძლიერი მღელვარებით გამოწვეული გულის გაჩერება გახდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ინციდენტი სინგაპურში აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ გაზრდილი შეშფოთების ფონზე მოხდა.