“სინამდვილეში”: ოპოზიციის ტროლგვერდები ყალბ ბანერსა და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გვერდის “სინამდვილეში” განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები “საზღვარგარეთ გარბის ისეთი ხალხი, ვინც დაბალი განათლებისაა, არც პროფესია არ აქვს” დეზინფორმაციული ხასიათისაა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი სახის განცხადება ემიგრანტებთან დაკავშირებით, არასდროს გაუკეთებია.
“რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს.
სინამდვილეში, აღნიშნული ბანერი და შესაბამისად, ციტატა არის დეზინფორმაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია!” – აღნიშნულია გვერდის “სინამდვილეში” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან