დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მალე “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი გახდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბები თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ქართველი გარემარბი პარიზელებთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
Calciomercato-ს ჟურნალისტის, მიშელ კრიშიტელოს ცნობით, “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამ პროცესებით მოხარულია, რადგან მას საკუთარ რიგებში ალეხანდრო გარნაჩოს ხილვა სურდა, ქართველის წასვლა კი არგენტინელის შეძენას კიდევ უფრო დააჩქარებს.
“ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას წასვლით თითქოს სასოწარკვეთილი ჩანდა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი “ვერონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციამდე ერთი საათით ადრე, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევს, ალეხანდრო გარნაჩოს ესაუბრა და
ფეხბურთელის ტრანსფერზე დათანხმება მოახერხა. კონტე ამ პროცესებით ძალიან ბედნიერია, ანტონიომ მოთამაშეს განუცხადა, რომ გარემარბის პოზიციაზე მხოლოდ მისი შეძენა სურს
“ნაპოლისა” და ჯოვანი მანასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნეაპოლურ კლუბში განსხვავებას ანტონიო კონტე ქმნის. მისი წყალობით, მალე “პარტენოპეის” ფენომენალური ფეხბურთელი შეუერთდება”, – განაცხადა კრიშიტელომ
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.