სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში – ლევან მახაშვილი

სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში – ლევან მახაშვილი
„ჩვენ ვხედავთ ორ წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში“– განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატურაზე მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციამ სპეკულაციის საგნად აქცია.
მახაშვილის განცხადებით, არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს.
„იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეში მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და გადაწყვეტილებას, სადაც იგი ამჯერად ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ, იგი არის ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატურაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ, არ ვუსწრებთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, სადაც იგი უკვე ფორმალურად იქნება წარდგენილი“.- განაცხადა მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი