სიმონ ჯანაშია: ადამიანი შენთან ჩამოვიდა, გეხმარება ოკუპაციის ხაზის მონიტორინგში, შეუძლია დაგეხმაროს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაში და შენ არ ხვდები

“თავისუფლების მოედანი”-ს წევრი, სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:
ადამიანი შენთან ჩამოვიდა, გეხმარება ოკუპაციის ხაზის მონიტორინგში, შეუძლია დაგეხმაროს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაში და შენ არ ხვდები. რანაირად ლაპარაკობ ამის შემდეგ ან ქართულ ტრადიციებზე, ან სტუმართ-მოყვარეობაზე, ან სუვერენიტეტზე?
სინამდვილეში ეს ხომ ნიშნავს, რომ შეგეშინდა, რომ ჩაიკეტე და ფეხებს აბაკუნებ, რომ მზად ხარ მთელი საქართველოსთვის პრობლემები შექმნა, ოღონდ რამდენიმე თვით თუ დღით ეს საწყალი, მაგრამ მაინც ძალაუფლება შეინარჩუნო?