სიმონიანი: ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ

1795 წელს, თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რომლის დროსაც დახოცეს მთელი მოსახლეობა, უსასტიკესი, ცინიკური გზებით, თბილისელებს ხიდზე აძალებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს ამბობდა, მათ არაადამიანურად აწამებდნენ[…]

ამის შემდეგ, ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით, (ვიმეორებ) მუხლმოდრეკით! სთხოვა რუსეთს შეფარება.

და ვინ უჭერდა მხარს მათ, ვინც თბილისში ხალხს ხოცავდა? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა ში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასებს სპარსელ სამხედროებს. ბრიტანეთი ჩვენთან დიდ თამაშს აწარმოებდა[…]

მათ არაფერი გამოუვიდათ ამ თამი. ჩვენ გამოგვივიდა, ჩვენ მივიერთეთ საქართველო და მაშინ ქართველი იყვნენ 50 000, როდესაც ჩვენ მივიღეთ, უკრან გავუშვით, გავათავისუფლეთ, რომელთაც ეს თავისუფლება კარგად ვერ გამოიყენეს, რამდენიმე მილიონი, არ მახსოვს მაშინ რამდენი იყვნენ, 2 მილიონი იქნებოდნენ[…]

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ.

თქვა კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმირ სოლოვიოვთან გადაცემაში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას