სიმეონემ იტალიაში დაბრუნება დააანონსა

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იტალიაში დაბრუნება დააანონსა. როგორც “ჩოლომ” აღნიშნა, მოვა პერიოდი, როდესაც კვლავ კალჩოში იმუშავებს.
“ატლეტიკოსთან” კონტრაქტი კიდევ რამდენიმე წლით მაკავშირებს, ამიტომ არ ვიცი, როდის დავტოვებ გუნდს, მაგრამ მე დავბრუნდები იტალიაში.
იქ თავს კარგად ვგრძნობდი. “კატანიაში” მწვრთნელობის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე”, – თქვა 53 წლის სპეციალისტმა.
ინფორმაციისთვის, სიმეონე “კატანიას” 2011 წელს ავარჯიშებდა.

ასევე დაგაინტერესებთ