„სილქნეტი” მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა – ComCom-ი

„სილქნეტი” მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა – ComCom-ი
კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი” აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ, 2024 წლის მარტში, ComCom-ში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც, კომისიამ აბონენტთან 24 საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა. ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის” მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
კერძოდ, საჩივრის დაფიქსირების შემდეგ ComCom-ის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს