სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ

სილქნეტმა და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის ფარგლებში, 1 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, პირველი ერთობლივი „ქეშბექ“ აქცია Visa-ს ბარათის მფლობელებსა და სილქნეტის მომხმარებლებს, საშუალებას მისცემს მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები და სპეციალური პირობები ორივე ბრენდისგან.
„ქეშბექ“ აქციაში Visa-ს ნებისმიერი ბარათით შეიძლება ჩართვა. მობილური პაკეტების MySilknet აპლიკაციით შეძენის შემთხვევაში, სილქნეტის მომხმარებელს, მობილურის ბალანსზე მომენტალურად 20% უკან დაუბრუნდება.
Visa-მ სრულად დაუჭირა მხარი, სილქნეტის მომხმარებლებისთვის, აპლიკაციით „ქეშბექ“ აქციის შეთავაზებას.
სილქნეტის სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს ციფრული გადახდების სისტემით. როგორც წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, კომპანია მუდმივად ნერგავს ინოვაციებს და საკუთარი მომხმარებლებისთვის ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.
“ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შეთავაზოს აბონენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება, მათ შორის მოქნილი და საიმედო გადახდის სისტემა. სწორედ Visa-სთან თანამშრომლობით, გვსურს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სილქნეტის შეთავაზებები. პარტნიორობის ფარგლებში, სილქნეტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ Visa-ს ყველა უპირატესობით ისარგებლონ.”- განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა .
Visa-ს ბარათს ბევრი უპირატესობა გააჩნია. თავის კლიენტებს მუდმივად სთავაზობს სერვისთა ნაკრებს, მათ შორის ფასდაკლების, ბონუსებისა და „ქეშბექის“ სისტემებს, რომლითაც სილქნეტის მომხმარებლებიც ისარგებლებენ Visa ბარათით ტრანზაქციისას.
„Visa-ში გვჯერა, რომ ციფრულ გადახდებს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და ბიზნესების ტრანსფორმაცია შეუძლია. ჩვენი გუნდის მიზანია, პარტნიორობის ფორმატში, ხელი შევუწყოთ ციფრული გადახდების პოპულარიზაციას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. მიხარია, რომ ვთანამშრომლობთ სილქნეტთან, რაც ითვალისწინებს Visa ბარათის მფლობელებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების, წამახალისებელი კამპანიებისა და ლოიალობის პროგრამების შემუშავებას,“ აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
მემორანდუმის ფარგლებში, Visa-ს და სილქნეტის მრავალფეროვანი, ერთობლივი შეთავაზებები სამომავლოდაც გაგრძელდება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?