“მილანისა” და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ დეპრესიის გამო ტრავმის სიმულირება სურდა, რათა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე არ წასულიყო.
ამ და სხვა საკითხებზე ესპანელმა ფილმში – “მათ არ იციან ვინ ვარ მე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტიკიდან გამომდინარე თავს უსარგებლოდ გრძნობდა და მორალურად გატყდა.
“ბევრი საშინელი, თვითდამაზიანებელი ფიქრი მქონდა. გონებაში ჩამომიყალიბდა აზრი, რომ მომეტყუებინა ტრავმის შესახებ და არ წავსულიყავი ევროპის ჩემპიონატზე.
უცებ იწყება რაღაც არასტანდარტული გრძნობების მოძალება სხეულში და ვერ ხვდები, ასე რატომაა. ფეხები გტკივა. თითქოს გულის სარქველი დახურული. სუნთქვა არ შეგიძლია. მეშინოდა, რომ დავიძინებდი და აღარ გამეღვიძებოდა.
ბურთს წესიერად ვერ ვუყურებდი. “დორტმუნდთან” (2023/24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში) გაფუჭებული მომენტის შემდეგ იმაზე ვფიქრობდი, რომ “ატლეტიკო” ფინალში ჩემ გამო ვერ გავიდა. გასახდელში მარტო დიდი ხანი ვიყავი, ტირილი მინდოდა.”
მორატამ თქვა, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარ ექიმ ოსკარ სელადას დაურეკა და უთხრა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავიდოდა. სელადამ ალვაროსა და ანდრეს ინიესტას საუბარი დააორგანიზა, 2009 წელს “ინიც” დეპრესიას ებრძოდა.
საბოლოოდ, მორატამ ძალები მოიკრიბა, ევროზე გაემგზავრა და კაპიტნის სამკლავურით თასიც აღმართა.
· nika ცოტა ადრე მოუვიდათ ეგ ფილმი, ერთა ლიგის ფინალიც შესატანია, პენალტი რომ გამაზა
“ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია” – პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი – “ატლეტიკომ” მუსო გამოისყიდა
ბრაზილიელმა მცველმა “ნაპოლი” საბოლოოდ დატოვა
გასამრჯელოს გაუორმაგებენ – ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
“ვფიცავ, მისთვის არასდროს მიღალატია” – მორატამ 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა
ალვარო მორატა კარიერიას “გალათასარაიში” განაგრძობს
მორატა უნდა შეცვალოს – დოვბიკი კარიერას “ატლეტიკოში” განაგრძობს
5-თვიანი განშორების შემდეგ ალვარო მორატა ცოლს შეურიგდა
მორატას შემცვლელი მიყვანილია – სიმეონეს გუნდი სორლოთმა გააძლიერა
რვაწლიანი ქორწინების შემდეგ მორატა ცოლს გასცილდა – ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მიზეზი განმარტა
