სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ

სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ
ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თემით მანიპულირებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი და განმარტავს, რას ნიშნავს სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა.
ორივე შემთხვევაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილების გაჭიანურებას შეეცდება, რათა საკუთარი უფლებამოსილება შექმნილი ვითარების შესაბამისად გამოიყენოს.
„ძალიან მოკლედ!
1. სიების ჩახსნა ნიშნავს ადგილმონაცვლეობის გაუქმებას ანუ, ნაციონალურმა მოძრაობამ თუ 16 კაცი გაიყვანა და პარლამენტისგან ამ უფლებამოსილცნობილმა თექვსმეტმა დეპუტატმა თქვა უარი, შემდეგი 16 ადამიანი ვეღარ შეძლებს ადგილმონაცვლეობას. სიები ჩახსნეს, ე.ი – 16 უფლებამოსილი პარლამენტარის შემდეგ აღარ არსებობს ახალი 16 კაცი.
სიების ჩახსნა შესაძლებელია ზე მიმართვის საფუძველზე.
2. მანდატზე უარის თქმა ნიშნავს – საერთოდ უარს ამბობ პარლამენტარობაზე და პარლამენტის მიერ, საკუთარ უფლებამოსილებასა და პრივილეგიებზე.
მანდატზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიწერილი წერილის საფუძველზე.
P.S. სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.
ანუ, დღეს პარლამენტის 61 ოპოზიციონერი წევრია, რომელთა უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მათი პაპუაშვილისადმი პირადი მიმართვის საფუძველზე.
P.P.S – დღეს გვყავს 61 ოპოზიციონერი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას ელოდება, რომ საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისად.
ასე რომ, თუ ვინმეს მანდატის დატოვება უნდა, დაწეროს განცხადება, არავინ უშლის.
მაგრამ, ვინ რას დაწერს, ეგ კინო ხომ ნანახი გვაქვს უკვე?!” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით