სიბიჰამ უკრაინის წითელი ხაზები დაასახელა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის წითელი ხაზები ხელახლა დაასახელა. სიბიჰას თქმით, ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე უარს არ იტყვის.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა “მშვიდობას ნებისმიერ ფასად” არ დათანხმდება და სამშვიდობო მოლაპარაკებებში წითელი ხაზები დაასახელა, რომლებიც “ცხადად და უცვლელად” რჩება.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნებისმიერ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად”. – თქვა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი თავდაცვის მრეწველობას, მოკავშირეების სამხედრო დახმარებასა და მათი კონტინგენტების ყოფნას არ შეამცირებს, ასევე არ შეზუღდავს თავისი არმიის სტრუქტურას და არ შეამცირებს მის რიცხოვნობას.
“მესამე მხრივ, უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის, არავითარ შეზღუდვას არ მივიღებთ, კერძოდ, საბჭოებისა და ალიანსების თვალსაზრისით, რომლებშიც გაწევრიანებისკენ ვისწრაფვით”. – თქვა სიბიჰამ.
სიბიჰას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ში ამჟამად უკრაინის წევრობის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს, მომავალში “მის მისაღწევად აქტიურად მუშაობას” გააგრძელებს.
“თუმცა რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე”. – თქვა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ -ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის “წითელი ხაზები” წარუდგინა, მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ პოტენციური “სამშვიდობო შეთანხმების” ფარგლებში NATO-ს წევრობაზე უარის თქმას და უკრაინის ძალების ზომაზე შეზღუდვების დაწესებას არ დათანხმდება.