სადაზღვევო კომპანია ალდაგი ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლით უბრუნდება. ალდაგის ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ელექტრო ავტომობილების ჭკვიანი დამტენები დაიდგმება. ახალი წამოწყების ფარგლებში, პირველი ჭკვიანი დამტენი თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. ალდაგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს ელექტრო მანქანებზე მორგებულ სადაზღვევო პირობებთან ერთად, მეტი კომფორტი შვთვაზოთ და გავზარდოთ წვდომა ელექტრო დამტენებზე ,“ – აცხადებენ ალდაგში;
ალდაგში, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ. ინდივიდუალური სადაზღვევო პრემია, სხვადასხვა ფაქტორებისა და მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება და ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგში ელექტრო მანქანების დაზღვევისა და ანაზღაურების მიმართულებით ცალკე გუნდი მუშაობს, რომელიც ელექტრო ავტომობილების მძღოლებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს სთავაზობს.