სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან, მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს – აღნიშნული ფაქტი ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში სამი დღის წინ, 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.