სვანეთში, მდინარეში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში დაკარგული მესამე ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მაშველებმა მას მდინარე ენგურში მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, სადაც სამი ახალგაზრდა – ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა, მდინარეში 2 მაისს გადავარდა.
მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს, დღეს დილით კი, მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარს მიაგნეს.

ასევე დაგაინტერესებთ