სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ცნობით, 2024 წლის სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება.
“თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება სრულად რუსულით ჩანაცვლდა. ახალგორში წლევანდელი დამამთავრებელი კლასი უკანასკნელი იყო, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებდა,” – აცხადებს DRI.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ახალგორში განათლების ხარისხი სერიოზულად გააუარესა. ორგანიზაციის განცხადებით, მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა, ხოლო მასწავლებლებს საგნების სწავლება უჭირთ.
“მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია და განათლება ქართულ ენაზე აქვს მიღებული. ცხინვალის უშიშროების დე ფაქტო სამსახური ამ გარემოებას ახალგორის სკოლების ეთნიკურად ქართველი და არალოიალური პედაგოგების მოსაშორებლად შეიძლება იყენებდეს.
მაგალითად, ადგილობრივ მოსახლეობას ახალგორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის გათავისუფლების მიზეზად დასახელებული რუსული ენის არცოდნა სარწმუნოდ არ მიაჩნია. გათავისუფლების მიზეზი დამაჯერებლად არ გამოიყურება იმ ფონზეც, რომ პედაგოგი რუსულ ენაზე საგანს აქამდეც ასწავლიდა, მის შემცვლელად კი, „კაგებე“-სთან დაახლოებული პირი მოიაზრება,” – აცხადებს DRI.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – მანდატების შეწყვეტა თქვენი გადაწყვეტილებაა – აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ცდებით, გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები და საქმეზე გადავიდეთ – იმედია მიკროფონს არ გამითიშავთ

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?