სეულში არ გამორიცხავენ, რომ ფხენიანი რუსეთს მიჰყიდის ტაქტიკურ მართვად რაკეტებსაც

ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტების გარდა, შესაძლოა, რუსეთს მიჰყიდოს ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტებიც, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ს განუცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა.
-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ფხენიანისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.
9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ , კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, , , საქართველო და მოლდოვა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ 10 იანვარს განაცხადა, რომ მუშაობენ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ნაყიდი რაკეტების გამოყენების მყარი მტკიცებულებების მოპოვებაზე.