სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერიასთან ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 70 წლამდე მამაკაცი დააკავა.
მძღოლის განცხადებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ