სესხის გამცემი სუბიექტების საკრედიტო პორტფელმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტებას გადააჭარბა (bm.ge)

სესხის გამცემი სუბიექტების საკრედიტო პორტფელმა მისო-ების დაკრედიტებას გადააჭარბა – აღნიშნულს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული მონაცემები ცხადყოფს.
კერძოდ, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მცირე კრედიტორების მიერ გაცემული სესხების ზომა 229.9 მილიონით გაიზარდა 1.850 მილიარდ ლარს მიაღწია, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში მისო-ების დაკრედიტება 1.687 მილიარდამდეა შემცირებული.
სესხის გამცემი სუბიექტების და მისო-ების საკრედიტო პორტფელი 2025 წლის 6 თვე
· სესხის გამცემი სუბიექტები – 1.859 მლრდ ლარი
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციები – 1.687 მლნ ლარი
წყარო: ეროვნული ბანკი
საკრედიტო პორტფელიდან 1.779 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მოდის, 70 მილიონამდე კი იურიდიული პირებისთვის გაცემული სესხებია. სულ მცირე კრედიტორებს 875 154 სესხი აქვთ გაცემული და მათი მსესხებლების უმეტესობა ფიზიკური პირები არიან.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგებამ 34.751 ათას ლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.9 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეროვნულ ბანკის მონაცემებით, ბაზარზე სულ 150 სესხი გამცემი პირია. ასეთი ის პირები არიან, რომელთა მიმართ სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და ამავე დროს ფინანსური ორგანიზაციის სტატუსით არ სარგებლობენ.
bm.ge