სერხიო რამოსის მომავალი კლუბი ცნობილია

სერხიო რამოსი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელებს, ესპანელი ფეხბურთელი “მონტერეისთან” 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ამის შესახებ ინფორმაციას Super Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და ახალ კლუბს შეუერთდება.
რამოსი ბოლოს “სევილიას” ღირსებას იცავდა, ლეგენდარულმა ესპანელმა მცველმა “ანდალუსიელთა” რიგები გასულ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.