სერგო ჩიხლაძე: რა ბედი ეწია იმ 30 მილიონს, რაც სახელმწიფოს სახელით ჩაიდო? და რამდენი დაგვიჯდა ჩვენ, მოქალაქეებს, ეს “კორუფციული ზღაპარი”?

“ეს პოსტი არც მის ჩაცმულობაზეა და არც მის ამჟამინდელ თანამდებობაზე, ადრეული ქოციზმის ამბავზეა:
საპარტნიორო ფონდმა 2015 წელს დაიწყო 130-მილიონიანი პროექტი. ორხევში უნდა აშენებულიყო საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტული ქარხანა, EU GMP ლაბორატორიით, საწყობით და ექსპორტზე ორიენტაციით.
მთავარ პარტნიორად კი „ჰუმანითი ჯორჯია“ შეარჩიეს კომპანია, რომელიც მხოლოდ 2 თვით ადრე იყო დაფუძნებული და რომლის უკანაც იდგა სრულიად უცნობი ავსტრიული ფირმა Humanity Holding GmbH.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ მენეჯმენტს წარმოადგენდა გიორგი საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის დავით საგანელიძის ძმისშვილი. საპარტნიორო ფონდმა პროექტში დააბანდა 30 მილიონი დოლარი. წესდების მიხედვით, ჰუმანითსაც უნდა შეეტანა მსგავსი ოდენობა, მაგრამ რეალურად ჩადო მხოლოდ 900 000.
დღეს 2025 წელია
-ქარხანა, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, არ არსებობს
-არც ლაბორატორია, არც საწყობი, არც წარმოება
-800 დასახელების პრეპარატი არ შექმნილა
-დაპირებული ათასობით სამუშაო ადგილი ჰაერში გამოეკიდა
თვითონ “ჰუმანითი” მალევე აორთქლდა და სახელფასო დავალიანებებიც დატოვა.
რა ბედი ეწია იმ 30 მილიონს, რაც სახელმწიფოს სახელით ჩაიდო? და რამდენი დაგვიჯდა ჩვენ, მოქალაქეებს, ეს “კორუფციული ზღაპარი”?
აი, ასე იწყებოდა ქოციზმის ადრეულ წლებში ფინანსური მაქინაციები და აფიორები, ჯერ 30 მილიონით, დღეს უკვე მილიარდებზეა საუბარი. სამწუხაროდ, მაშინ სულ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობდით, გაანსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში ამ და სხვა მანიპულაციებზე და ნაკლოვანებებზე,” – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!