სერგო ჩიხლაძე – აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით ვიზიტის დროს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები – გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილება.
მისივე თქმით, რობინ დანიგანმა თავიდანვე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით:
„ეს არის პირველი გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან, მან ძალიან მკაფიოდ ასახა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. მათ შორის იყო USAID-ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ის, რომ თითქოს დასავლეთს ომი უნდა.
მან ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს აშშ-ს ელჩი არ შეეგუება, შესაბამისად მოლოდინიც ასეთია.
შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან