სერგო ფარაჯანოვი: ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან…

„…რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა – ვლაყბობდი – ვიხიბლებოდი – რაღაც შევიმეცნე – ცოტა რამ გავაკეთე – მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან…“
#დღეისტორიაში 1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა სერგო ფარაჯანოვი, კინორეჟისორი, მსოფლიო საავტორო კინოს ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა.

„პატარა ორსართულიანი სახლი, გარშემორტყმული მცირე ზომის ქვის ღობით. ზევით, კარებზე, შემომჯდარიყო ორი, როგორც მომეჩვენა სრულიად შიშველი ბიჭუნა და ყველა ახლად შემოსულს სამოვარიდან უსხამდა წყალს. ეზოც პატარა გახლდათ. მაშინვე მივაქციე ყურადღება მრგვალ, მცირე ზომის ჭასა თუ შადრევანს; ის სავსე იყო ღვინით და ამ წყალსაცავში ცურავდნენ ვაშლები, ბროწეული, კიდევ რაღაც გემრიელი. ჭის ირგვლივ იდგნენ ჩვენი მსახიობები, იღებდნენ ღვინოს და სვამდნენ. მეორე სართულის ყველა აივანი მორთული იყო ხალიჩებით, ნაჭრებიანი ფარდაგებითა და გადასაფარებლებით. თვითონ ეზო ფერადოვანი ფილებით იყო დაგებული. ყოველივე ეს, იყო ლამაზი და ხატოვანი. ციდან კი ეშვებოდა შავი, მაქმანიანი ქოლგა, რომელიც აბაჟურივით ეკიდა ეზოს ცენტრში“…
ალა დემიდოვა – „ჩუქურთმიანი ჩარჩო, მოგონებები სერგო ფარაჯანოვზე“.


ფოტო: იური მეჩითოვი

სერგო ფარაჯანოვმა 1942 წელს ჩააბარა  თბილისის სარკინიგზო-სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, 1943 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1973წწ. იყო ს ა. დოვჟენკოს სახ. კინოსტუდიის დამდგმელი რეჟისორი; 1982-1990წწ. მოღვაწეობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”; გადაღებული აქვს ფილმები: “მოლდავური ზღაპრები” (1951), “პირველი ჭაბუკი” (1953), “ანდრიუშა” (1954), “დუმკა” (1957), “ოქროს ხელები” (1957), “უკრაინული რაფსოდია” (1958), “ყვავილი ქვაზე” (1959), “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები” (1964, პრიზები, პრემიები და დიპლომები მარ-დელ-პლატაში, რომში, კიევსა და სალონიკიში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, აგრეთვე ბრიტანეთის აკადემიის პრემია), “ბროწეულის ყვავილობა” (1968), “ამბავი სურამის ციხისა” (1984, დოდო აბაშიძესთან ერთად); პრიზები სიტხესში (ესპანეთი), როტერდამის (ნიდერლანდი), სან-პაულუს (ბრაზილის) საერთაშორისო კონფერენციაზე), “არაბესკები ფიროსმანის თემაზე” (1985; დიპლომი დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1988), “აშუღი ქერიბი” (1988, დოდო აბაშიძესთან ერთად; ფილმი და თვითონ დაჯილდოვდა პრიზებით “ნიკე” (), ხოლო სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით, 1989) და სხვა; 1990 წელს მსოფლიო კინემატოგრაფიაში დიდი დამსახურებისათვის პორტუგალიის ქ. პორტოში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა; იყო რეპრესირებული; კინორეჟისორი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!