ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც მე ვხედავ, აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მისივე თქმით, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მოდელი შეიძლება ეწოდოს.
„დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობები ისტორიულად უპრეცედენტო მაღალ დონეზეა“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
