სერგეი რიაბკოვი – ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს

ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„დღეს -ის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შესაძლებლობების შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ თეთრი სახლის წინა ხელმძღვანელის დროს არსებულ უიმედობასთან შედარებით, დღეს შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, თუმცა მცირე“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა ვაშინგტონთან ურთიერთობაში რისკები შეამციროს.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, როგორ ავაშენოთ ვაშინგტონთან ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ შესაძლებლობები და შევამციროთ რისკები“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას